GE | EN |

     კონკურსის  ჩატარების  პირობები


 ახალგაზრდა  პიანისტთა  თბილისის    საერთაშორისო  კონკურსი   დაარსდა  2003  წელს 

და  ტარდება  3   წელიწადში  ერთხელ  სპეციალობებში:

 ფორტეპიანო   და  საფორტეპიანო  ანსამბლი

    (ერთი   ორტეპიანოსათვის ოთხ  ხელში). 


 კონკურსში   მონაწილეობის   მიღება  შეუძლია   ნებისმიერ   ახალგაზრდა  მუსიკოსს

             ასაკობრივი    კატეგორიების    შესაბამისად:

             I    კატეგორია       9-10-11   წელი 

            II   კატეგორია     12-13-14   წელი 

            III  კატეგორია     15-16-17   წელი 

                    IV  კატეგორია      9-17  წელი (ანსამბლი)


 კონკურსი  ტარდება  ორ  ტურად.  

 ფინალურ  ტურში  დაიშვება  მონაწილეთა  არა  უმეტეს  50%-სა.


 ყველა  ფინალისტს  გადაეცემა  დიპლომი  ან  სერტიფიკატი.


 ხუთი  საპრიზო  ადგილის  მფლობელებს  მიენიჭებათ

 ახალგაზრდა  პიანისტთა  თბილისის   საერთაშორისო   კონკურსის  ლაურეატის  წოდება.


 კონკურსზე  გაიცემა  სპეციალური  პრიზები  და  ფასიანი  საჩუქრები.


კონკურსის  ყველა   გამარჯვებული  ვალდებულია  დაესწროს

 დაჯილდოვების  ცერემონიალს.


 კონკურსში  გამარჯვებულებმა  მონაწილეობა  უნდა  მიიღონ

 დასკვნით  კონცერტში  ანაზღაურების  გარეშე.


 ყველა  მოსმენა  საჯაროა.


 პროგრამები  სრულდება  ზეპირად.


 წარმოდგენილ  პროგრამებში  ცვლილებები  არ  დაიშვება.


 ნაწარმოების  შესრულების  ხანგრძლიობა  არ  უნდა  აღემატებოდეს  დადგენილ  ქრონომეტრაჟს.


 

 მონაწილეთა  გამოსვლის  თანმიმდევრობას  გადაწყვეტს  კენჭისყრა.


 ყველა  მონაწილე  ვალდებულია  დაესწროს  კენჭისყრას.


 კონკურსის  მსვლელობისას  შესრულებული  ყველა  სახის   ჩანაწერი  კონკურსის  საკუთრებაა.

  

ჟიური

 

კონკურსის  ჟიურის  უფლება  აქვს  არ  გასცეს  ყველა  პრემია,    გაყოს  პრემიები.


 ჟიურის  წევრებს  უფლება  არ  აქვთ  კონკურსზე  წარმოადგინონ  თავიანთი  მოსწავლეები.


 ჟიურის  გადაწყვეტილება  საბოლოოა  და  გადახედვას  არ  ექვემდებარება.

 

მონაწილეთა  მიღების  პირობები  


  კონკურსის  მონაწილეები  დ  ამათი  თანმხლები  პირები

უზრუნველყოფილნი  იქნებიან  ბინით  ან  სასტუმროთი (შეღავათიან ფასებში).


 მონაწილეებს  შესთავაზებენ  სამეცადინო  და  სარეპეტიციო  დროს  განსაზღვრული  რეგლამენტით.


 მონაწილეებისათვის  კონკურსის  ბოლოს  ჩატარდება  ექსკურსია.

 

 

პრემიები

    

 

 

        I ასაკობრივი კატეგორია

 I პრემია  400 ლარი

 II პრემია 300 ლარი

III პრემია 200 ლარი

 

II ასაკობრივი კატეგორია

I პრემია  400 ლარი

II პრემია 300 ლარი

III პრემია 200 ლარი

 

III ასაკობრივი კატეგორია

I პრემია  500 ლარი

II პრემია 400 ლარი

III პრემია 300 ლარი

 

IV ასაკობრივი კატეგორია

(საფორტეპიანო ანსამბლი)

I პრემია  300 ლარი     (თითოეულს)

II პრემია 200 ლარი     (თითოეულს)

IIIპრემია 100ლარი     (თითოეულს)

 

                                                               

                            გაიცემა   სპეციალური   პრიზები    და   ფასიანი   საჩუქრები.  

პრემიები არ იბეგრება.